ბათუმში სატვირთო მატარებელი არასრულწლოვანს შეეჯახა

17.08.25 19:32
ბათუმში სატვირთო მატარებელი არასრულწლოვანს შეეჯახა

ბათუმში სატვირთო მატარებელი არასრულწლოვანს შეეჯახა. გამოცემა "აჭარა თაიმსი" წერს, რომ ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შემთხვევა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები