ნოშრევან ნამორაძე შეკვეთილში სასტუმრო კომპლექსს ააშენებს - დგას თუ არა ბიზნესმენის უკან ივანიშვილი?
შეკვეთილის ფიჭვნარი მალე სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევა. სანაპირო ზოლის თითქმის 20 ჰექტარზე "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე 36 და 12 სართულიანი სასტუმროს ტიპის შენობების აშენებას აპირებს. სამშენებლო ობიექტი სასტუმრო „პარაგრაფის“ გვერდითაა, იქვეა ეკატერინე ხვედელიძის კომპანიის საკუთრებაში არსებული დენდროლოგიური პარკიც.
კორუფციის მკვლევარებს აქვთ ეჭვი, რომ ამ მშენებლობის უკან თავად ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც სანქციების შიშის გამო ქონებას მალავს და ამაში ნოშრევან ნამორაძეს იყენებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანაპირო ზოლზე მშენებლობის უფლებას "ქართული ოცნების" მეგობარ ბიზნესმენებს აძლევენ, მათ კეთილდღეობას კი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ეწირება.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.