426 ათას 688 ლარი წინასაარჩევნო კონცერტებში - ოპოზიცია "ოცნებას" აკრიტიკებს
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში კონცერტებსა და გასართობ ღონისძიებებზე 426 ათას 688 ლარი დაიხარჯა. "ქართული ოცნება" მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს არჩევნების წინ ატარებს. საკითხი და შესაბამისი დოკუმენტები კორუფციის მკვლევარებმა შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ კონცერტებში ძირითადად ის მუსიკოსები და ბენდები მონაწილეობენ, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოირჩევიან.
სახელმწიფო რესურსების პარტიული მიზნებისთვის ხარჯვას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ადგილობრივები თითქმის ყველა რეგიონში ყოველდღიური გადარჩენისთვის იბრძვიან.
ამ შესყიდვებს აქვს რამდენიმე პრობლემა. ერთი პრობლემა არის ის, რომ ბუნდოვანია შერჩევის წესი ანუ როგორ შეირჩა ეს მომღერლები და რა კრიტერიუმებით შეირჩა. მეორე პრობლემაა გამარტივებულებით ჩატარებული კონცერტები გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტმა წლის განმავლობაში უნდა დაგეგმოს, რა ღონისძიებებია გასამართი. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონცერტებს მართავს "ქართული ოცნება" მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, და ეს სჭირდება მას საარჩევნოდ, შესაბამისად, მუნიციპალიტეტებიც ამას აკეთებენ გადაუდებელი აუცილებლობით, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.