აქტივისტების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 2 პირი დააკავეს

17.08.25 23:46
აქტივისტების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 2 პირი დააკავეს

 

 

აქტივისტების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ორი პირი დააკავეს - ერთ-ერთი დაკავებული ლადო ბეროზაშვილია.

კადრებში, რომელსაც ადგილიდან აქციის მონაწილეები ავრცელებენ, ჩანს დაკავების ავტომობილი და ასახულია ერთ-ერთი პირის დაკავება. 

ერთ-ერთი ვერსიით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გადაკეტილი გამზირი გაიხსნა, აქციის მონაწილეები კი ტროტუარის მიმდებარედ იდგნენ. 

ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) ედავებიან.

მსგავსი სიახლეები