ნანუკა ჟორჟოლიანი ბექა გოცირიძეს უჩივის- “მაინტერესებს, რა ტესტს ჩააბარებს შსს, როდესაც მათი ტიტუშკა დასაჯარიმებელი ეყოლებათ“
ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერ ყოფილ ფეხბურთელს, ბექა გოცირიძეს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოში უჩივის.
ჟურნალიტს საჩივარი მის წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო შეაქვს.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ის მხოლოდ ბატის სმაილის გამო დააჯარიმეს და ახლა აინტერესებს, როგორ მოიქცევიან გოცირიძის შემთხვევაში და ექნებათ თუ არა რეაგირება მის მიმართ.
გადავწყვიტე, რომ მათი ენით ველაპარაკო. დავიწყოთ იქიდან, რომ ცრუ ჩვენება მისცა, რომლის შემდეგაც დააკავეს პატრიოტი ადამიანები, შესაბამისად, მაინტერესებს ტესტი ჩავუტარო ქართულ მართლმსაჯულებას, მაშინ, როდესაც მე ბატის სმაილისთვის დამაჯარიმეს, მაინტერესებს როგორ იქცევა სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი ტიტუშკები როცა ასე მოგვმართავენ ჩვენ. ნანუკას ხსენებით ინგეიჯმენტის მომატებით და ქოცების გაპოპულარულებით დავიღალე. ნანუკას როცა ახსენებს ასეთი უმორალო ადამიანი, ჩათვლის, რომ ამით უფრო მეტ ქულას დაიწერს “ქართული ოცნების“ ლიდერშიფში. იმ სიტყვებს, რითაც მე ის პირდაპირ ეთერში მომმართავს, არ ვაპატიებ, გამორიცხული ამბავია და შესაბამისად, მაინტერესებს რა ტესტს ჩააბარებს ახლა შსს, როდესაც მათი ტიტუშკა დასაჯარიმებელი ეყოლებათ, - ამბობს ნანუკა.