სასიყვარულო დრამა მარნეულში - “პირველებმა“ სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაარკვია
სისხლიანი გარჩევა მარნეულში - როგორც “პირველებისთვის“ ხდება ცნობილი, საპატარძლომ მხოლოდ ის ქალი დაჭრა, ვისთანაც საქმრომ უღალატა, ხოლო მომხდარის შემდეგ კაცმა თვითდაზიანება თავად მიიყენა.
ირკვევა, რომ 25 წლის ქალი, თანამზრახველებთან - დასთან და დეიდაშვილთან ერთად, მხოლოდ ერთი ადამიანის დაჭრაშია მხილებული.
სამივეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
ახალგაზრდა კაცი, თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, 2-3 დღეში ჰქონდა ქორწილი, თავისი საცოლე კი დასთან და ნათესავ გოგოსთან ერთად მივიდა სახლში, სადაც სტუმარ გოგოსა და მისულებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს. გოგონები დაკავებულები არიან. საქმრომ, რომ ნახა კონფლიქტი მოხდა და ვერ შეძლო მათი გაშველება, თვითდაზიანება მიიღო. ბრალს დრეს წარუდგენენ და დღესვე უნდა იყოს წესით აღკვეთი ღონისძიება, -ამბობს ადვოკატი.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 25 წლის ქალი ინიციალებით ნ.ა., თუმცა ის მარტო არ მოქმედებდა. შეტაკებაში მისი ორი ნათესავიც მონაწილეობდა.
ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა ჯერ სცემეს საქმრო და მისი თანამგზავრი, შემდეგ კი პატარძალს შურისძიებაში დაეხმარნენ. ორივე დაზარალებული ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაშია გადაყვანილი.