დაკავებული აქტივისტების საქმე- თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლოს ჩანიშვნას ელოდებიან
დაკავებული აქტივისტების საქმე- თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლოს ჩანიშვნას დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდებიან.
ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ამ წუთებში შედის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობით, რომ აღკვეთ ღონისძებაზე მსჯელობა გაიმართოს. შესაბამისად, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესები.
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ყოფილ ფეხბურთელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. ადვოკატის თქმით, მან საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარა და სასამართლოში წარადგენს იმ მტკიცებულებებს, რითაც დაადასტურებს, რომ ბექა გოცირიძეს პროვოკაციის მოწყობის არაერთი მცდელობა ჰქონდა.
უფლებადამცველი ვერ ხვდება, რას სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით გადაწყვიტეს ბრალი წაეყენებინათ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის.
ცალსახაა, რომ გამოძიებას არ უკვლევია, ვინ არის ეს ადამიანი, საუბარია ე.წ. დაზარალებულზე, რატომ იმყოფებოდა ის რუსთაველის გამზირზე, ჰქონდა თუ არა მას ნამდვილად დანა, თუ ეს ნამდვილად ასე იყო, რატომ მივიდა შეიარაღებული ადამიანი აქციაზე, მაშინ, როცა მისი განწყობები აშკარა და ცალსახაა, ჩვენდ ავათვალიერეთ რამდენიმე ტელევიზიის ვებ0-გვერდი, საიდანაც მოვიპოვეთ პირდაპირი მტკიცებულებები იმის, რომ ეს ადამიანი არათუ ახლა, არამედ უკანასკნელირ ამდენიმე თვის განმავლობაში, შეურაცხყოფას აყენებდა, იმუქრებოდა, აორგანიზებდა და მოუწოდებდა სხვა ადამაინებს აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობის ჩადენისკენ. ჩვენ არ ვაპირებთ ბიჭების დატოვებას ასე, ყველა ის მტკიცებულება, მოვიპოვეთ, რაც საჭიროა და დღეს გადავცემთ უკვე პროკურტურას,- ამბობს ომარ ფურცელაძე.
თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან. მათ გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.
საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.
აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.