სოცქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, სად გადაიტანეს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები
სოცქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, სად გადაიტანეს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები.
ვიდეომასალით დგინდება, რომ პრეპარატს სახელმწიფო ქალაქგარეთ, მოუვალ ადგილებში გასცემს, სადაც ანტისანიტარიაა, რის გამოც მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ჩანაწერში ერთ-ერთი ბენეფიციარი, “ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს დაა ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ჩანაცვლებითი თერაპიიის მონაწილე ამბობს, რომ ახალი ბარიერები პროგრამით სარგებლობას სერიოზულად აფერხებს და ამცირებს ჩართულობას, რაც განსაკუთრებით ძნელია მათთვის, ვინც რეგულარულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.