სოფელ ლელიანის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ლაგოდეხში, სოფელ ლელიანის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.