თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა
აქციაზე დაკავებული აქტივისტების, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ისინი ამ დრომდე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, შესაბამისად, დაცვის მხარე მიმართავს მოსამართლეს, რომ ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდნენ დაკავებულები.
ბრალდებულების თანამებრძოლებს და სინდისის პატიმრების ოჯახებს აქვთ ეჭვი, რომმ არჩევნების წინ ივანიშვილის პარტია პროტესტის საბოლოდ ჩახშობას აპირებს და სწორედ ამას ემსახურება ბოლო დღეებში განახლებული დაკავებები.
ეს არის ორმაგი სტანდარტი თვითმარქვია, არალეგიტიმური, უკანონო ხელისუფლების სამართალდამცველების მხრიდან, შერჩევითი სამართლის უმაღლესი გამოვლინება, ასეთი რაღაც ნორმალურ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნშიც კი არ ხდება, რასაც ესენი აკეთებენ, ორივე არის აბსოლუტურად უდანაშაულო, ორივე მათგან პირადად ვიცნობ, ვიცი,რაც მოხდა კონკრეტულად იმ დღეს, შემოვარდა პიროვენბა, რომელიც არის კაცთმოძულე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავრცელებს ვიდეოებს, ილანძღება, იფურთხება, იგინება, იწვევს ადამიანებს საჩხუბრად, აქედან გამომდინარე, შემოვარდა, დანა ჰქონდა, გამოიწვია ეს ადამაინები და მისი განეიტრალება მოხდა მხოლოდ, მიიყვანეს, პოლიციას ჩააბარეს და მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ეს ადამიანი, ამის შემდეგ იმუქრებოდა, ვერ მცემესო და შემდეგ საჩივარი შეიტანა და დააჭერინა. არჩევნების წინ, ალბათ აპირებენ, რუსთაველზე გრძელვადიანი პროტესტის ჩახშობას, ამიტომ, აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, ფრთხილად ვიყოთ, ერთად ვიყოთ, რათა ვერ მოახერხონ გაყვანა და დაპატიმრება ადამიანების, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა.
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.
საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.
აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.