დაკავებული აქტივისტების პროცესი - გაუშვებს თუ არა მოსამართლე ბარბაქაძე თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ციხეში

18.08.25 15:37
დაკავებული აქტივისტების პროცესი - გაუშვებს თუ არა მოსამართლე ბარბაქაძე თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ციხეში

ჯგუფური თავდასხმის საქემზე დაკავებული თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის სასამართლო პროცესი ცოტა ხანში დაიწყება- ბრალდებულები დარბაზში უკვე მიიყვანეს.

სწორედ დღეს გახდება ცნობილი, როგორი იქნება მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილება ბექა გოცირიძის საჩივართან დაკავშირებით და გაუშვებს თუ არა ციხეში სამოქალაქო აქტივისტებს.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს, თუმცა, ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.

უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

პოლიციას არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია მათთან ურთიერთობაში და კომუნიკაციაში, შესაბმისად, რატომ გასცა დაკავების მიმართვა სასმართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი ახსნა არ მგონია ამს ჰქონდეს, არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი, მითუმეტეს, 2 წლის ვადით. რაც შეეხება მტკიცებულებებს- ის, რომ პროკურატურა ამბობს, რომ მათ დანაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ეს არის ჩვენი პოზიცია და პრობლემაც, მათ დანაზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არა ობიექტურად, არამედ კონკრეტული პირების ინკრიმინირებისთვის, შემდგომ მათი დაკავების მიზნით. აღნიშნული დანის შესახებ დგინდება 2 მოწმის ჩვენებით, დამატებით კონკრეტული ლუქის ნომერი, საპატრულო ეკიპაჟის ნომერი, რომელმაც ეს დანა ამოიღო, გვაქვს იდენტიფიცირებული, - ამბობს ომარ ფურცელაძე.

პროკურატურის მხარე კი კვლავ ამტკიცებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, დანის არსებობის მიხედვით არ დასტურდება.

საქმის მასალების მიხედვით, დანის არსებობის მიხედვით არ დასტურდება, ვიდეო ჩანწერებში არსად ჩანს, რომ ჯიბიდან უვარდება დანა დაზარალებულს, შესაბამისად აღნიშნული საქმის მასალებს არ შეესაბამება, რაც შეეხება დაცვის მხარეს რა სახის მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, ამაზე მე ვერ მოგახსენებთ,- ამბობს პროკურატურის წარმომადგენელი.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.  

საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა. 

აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები