მოსამართლე ბარბაქაძემ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა

18.08.25 17:02
მოსამართლე ბარბაქაძემ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა

აქციაზე დაკავებული აქტივისტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მოსამართლე ბარბაქაძემ პატიმრობაში დატოვა.

ბარბაქაძის განცხადებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგუირების საფრთხე.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა- “ცირკი,“ “მონებო“, “უსამართლო სასამართლო“, “ბოლომდე“,- ისმოდა შეძახილები.

არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ასევე დღეს გაირკვა, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი - შერვაშიძე საჯარო მოხელეა, ის  შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორია.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.  

საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა. 

აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები