სინდისის პატიმრების რიცხვი 2-ით გაიზარდა - აქტივისტები ციხეში ისე გაუშვეს, რომ რუსთაველის გამზირზე ნაპოვნი დანა საქმეში არ ჩადეს

18.08.25 20:11
სინდისის პატიმრების რიცხვი 2-ით გაიზარდა - აქტივისტები ციხეში ისე გაუშვეს, რომ რუსთაველის გამზირზე ნაპოვნი დანა საქმეში არ ჩადეს

"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერის ბექა გოცირიძის სარჩელის საფუძველზე, მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა პატიმრობაში გაუშვეს. სასამართლომ ჩათვალა რომ არსებობდა მოწმეებზე გავლენის მოხდენის, მტკიცებულების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა, დღეს, საკნებში ისე გაუშვეს, რომ საქმის მასალებში დამალეს დანა, რომელიც ბრალდებულის მტკიცებით სწორედ "ოცნების" მხარდაჭერ ბექა გოცირიძეს ეკუთნოდა.

დანა, რომელზეც ახლა ბრალდებული საჯარო მოხელე საუბრობს, პროკურატურამ საქმიდან საერთოდ გააქრო. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ დანა გოცირიძეს არ ეკუთვნოდა, თუმცა თუ ეს სიმართლეა, არსებობს მარტივი ტესტი - დანა, რომელიც ევროპული მომავლის მცველებმა პოლიციას ჩააბარეს, რისი ამსახველი ვიდეო კადრები, ოქმის ნომერი და საპატრულოს ბორტის ნომერიც არსებობს, შეუძლიათ წაიღონ ექსპერტიზაზე და დაადასტურონ საკუთარო სიმართლე, მაგრამ ამას არ აკეთებენ.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დღეიდან გამოძიებისთვის თავის არიდებად და საგამოძიებო უწყებებთან ართანამშომლობად ითვლება. ადვოკატისთვის სწორედ ის დანა, რომელიც დამალეს და მასზე გამოძიება არ ინტერესდება, საქმის სამართლებრივ აბსურდულობასა და თავიდანბოლომდე პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს. 

დაკავებების ახალი სერია თორნიკე თოშხუასა და მინდია შარვაშიძის დაკავებით არ დასრულებულა. ახლა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ლადო ბეროზაშვილი და ზურა მენთეშაშვილი ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. დაკავებული ბეროზაშვილია ის, ვინც "ოცნების" მხარდამჭერის გოცირიძის დანა პოლიციას ჩააბარა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები