დამონტაჟებული კადრები სინდისის 8 პატიმრის საქმეში - პირველ სექტემბერს მოსამართლე მჭედლიშვილი განაჩენს გამოაცხადებს

18.08.25 20:41
დამონტაჟებული კადრები სინდისის 8 პატიმრის საქმეში - პირველ სექტემბერს მოსამართლე მჭედლიშვილი განაჩენს გამოაცხადებს

დამონტაჟებული და გაყალბებული მთავარი მტკიცებულება სინდისის 8 პატიმრის საქმეში. ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, დგინდება რომ ირაკლი მიმინოშვილის და თორნიკე გოშაძის ვიდეო დამონტაჟებულია, დასკვნაში სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები წერენ, რომ ვიდეოს რედაქტირების კვალი აღენიშნება, იურისტებმა ეს დოკუმენტი სასამართლოში უკვე წარმოადგინეს, რაც ბრალდების მხარემ უდავო მტკიცებულებად ცნო.

გაყალბებული მტკიცებულებები და ცრუ მოწმე პოლიციელები - ასე აფასებენ იურისტები 8 თვის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. პროკურორებმა დღეს დასკვნითი სიტყვა თქვეს, ბრალდების მხარე ხალხისთვის კარგად ნაცნობ სცენარს იმეორებს, ამტკიცებენ, რომ ზვიად ცეცხლაძე ძალადობას აორგანიზებდა, დაკავებულების ნაწილი კი პოლიციელებს ქვებს ესროდა.

სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ პირველ სექტემბერს გამოცხადდება, დღეს ბრალდებულმა ჯავახიშვილმა პროცესი იმ დროს დატოვა, როცა პროკურორი დასკვნით სიტყვას ამბობდა, იურისტები ფიქრობენ, რომ პროკურატურას სინდისის პატიმრების წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ აქვს. დაზარალებულმა პოლიციელებმაც კი ვერცერთი დაკავებულის ამოცნობა ვერ მოახერხეს, ამიტომ ელოდებიან, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და 1 სექტემბერს ყველა ერთად გამარჯვებას იზეიმებს.

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები