"უსინდისო თავად ეს რეჟიმია" - მოქალაქეები კანცელარიასთან კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ
სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები და მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. ისინი ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომლემაც თქვა, რომ სინდისის პატიმრები უსინდისო ქმედებების გამო არიან დაკავებულები.
პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, უსინდისოები არა მათი შვილები, არამედ თავად ეს რეჟიმია და უსინდისობაა თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო პრევენციის მიზნით ადამიანების დაჭერა.
მშობლების თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება დიდი სირცხვილია.
აქციის მონაწილეები, ამ დროისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან, მოგვიანებით ისინი ინგოროყვას ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.