ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ირაკლი კობახიძეს შეხვედრას სთავაზობს

18.08.25 21:14
ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ირაკლი კობახიძეს შეხვედრას სთავაზობს

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ირაკლი კობახიძეს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს განაცხადა. 

ზურა ცეცხლაძის განცხადებით, "პატიმართა ოჯახის წევრების აზრთა სხვადასხვაობის გამო", ეს შეთავაზება პერსონალურად მას ეკუთვნის.

სინდისის პატიმართა ოჯახის წევრების აზრთა სხვადასხვაობის გამო ამას პერსონალურად მე ვაკეთებ. ეს არის ჩემი შემოთავაზება ირაკლი კობახიძეს - როგორც არალეგიტიმური პრემიერი, სინდისის პატიმრის მამას, როგორც სამართლის დოქტორი, სამართლის მაგისტრს, როგორც ბიჭის მამა, ასევე ბიჭის მამას, გთავაზობთ შეხვედრას, შეხვედრას გთავაზობთ ჩემთან. ეგება რაღაც საერთო გამოვნახოთ.

შვილის მამა ხართ, შვილის მამა ვარ. ჩემზე დიდი ხარისხის იურისტი ხართ და როგორც ძალაუფლების სათავეში მყოფი, მე როგორც სინდისის პატიმრის მამა - შეხვედრად გთავაზობთ. იმედია გადაწყვეტილებას მიიღებთ. თუ მიიღებთ მომავალ შეხვედრამდე," - განაცხადა ზურა ცეცხლაძემ კანცელარიასთან. ("პუბლიკა")

ცნობისთვის, დღეს, სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები და მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლემაც თქვა, რომ სინდისის პატიმრები უსინდისო ქმედებების გამო არიან დაკავებულები. 

მსგავსი სიახლეები