მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს - ბახმაროში დოღი და სადღესასწაულო წირვა ტარდება

19.08.25 11:46
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს - ბახმაროში დოღი და სადღესასწაულო წირვა ტარდება

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება. ხალმხმრავლობაა ბახმაროშიც, სადაც მსახურებას "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად მიხეილ ყაველაშვილიც ესწრება. გურიაში იმყოფება ოპოზიციაც.

მინდა, ფერიცვალების დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო. ქრისტე არის სიყვარული, ქრისტე არის სიკეთე. ვართ ბახმაროში, ფერიცვალების ეკლესიაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გურულებისთვის ტრადიციული დღესასაწაულია. ფერიცვალების იქით, აქ იმართება დოღი და ფაქტორბივად, წელიწადში ერთხელ აქ არის ზეიმი და შესაბამისად, აქ ფერიცვალების ეკლესიაში ვხვდები და აქედან მინდა, მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, - ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. 

ბახმაროში დღეს ტრადიციული დოღიც გაიმართება, რომელსაც, როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძეც დაესწრება. 

ბახმაროში ფერიცვალების აღნიშვნის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის. 

მსგავსი სიახლეები