დედაქალაქის შემდეგ რეგიონები - ხაშურში პური 20 თეთრით გაძვირდა

11.10.21 15:40
დედაქალაქის შემდეგ რეგიონები - ხაშურში პური 20 თეთრით გაძვირდა

პური დედაქალაქის მსგავსად რეგიონებშიც გაძვირდა - დღეს ხაშურში საცხობებთან მისულ მყიდველს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი 20 თეთრით გაძვირებული დახვდა. 

ადგილობრივი მწარმოებლები  მიზეზად რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ მცურავ ბაჟს ასახელებდნენ, რომელიც ზაფხულის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, რომ ფასის მატება გარდაუვალი აუცილებლობის გამო გადაწყვიტეს, რადგან საფუარსა და ზეთში უკვე გაზრდილ თანხას იხდიან, ამას ემატება კომუნალური გადასახადებიც.

სექტემბრის თვეში ერთი ტომარა ფქვილი 61 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 70 ლარია. ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ პურპროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია. მათი განმარტებით, საქართველო იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, რის გამოც მსოფლიო ბაზრის ტანდენციების გათვალისწინებაც გვიწევს. 

მსგავსი სიახლეები