სასამართლომ ოთო ფარულავა 1000 ლარით დააჯარიმა - ოპოზიციონერს 5 წლით თანამდებობაზე დანიშვნა აეკრძალა

19.08.25 12:53
სასამართლომ ოთო ფარულავა 1000 ლარით დააჯარიმა - ოპოზიციონერს 5 წლით თანამდებობაზე დანიშვნა აეკრძალა

 

 

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ოთო ფარულავა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. 

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ფარულავას ასევე 3 წლის ვადით ჩამოართვა მართვის მოწმობა. მოსამართლისვე გადაწყვეტილებით ოპოზიციონერი 5 წელი თანამდებობაზე ვერ დაინიშნება.

  • საქმე ეხება რვა ივლის მომხდარ ინციდენტს, როდესაც ოთო ფარულავას და მასთან ერთად მყოფ კიდევ ორ პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წასვლა მოსთხოვეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ოთო ფარულავაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. 

ადვოკატის განცხადებით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ვერ თქვა, თუ რატომ მოხდა სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლების მიმართ.

რაც შეეხება ოთო ფარულავას, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციონერი ამბობს, რომ "ბრძოლა ისევ ისეთი ძალებით გრძელდება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ". 

როდესაც გაგვაჩერეს მე და ჩემი თანამებრძლები, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას, ამიტომაც ჩვენ უარი განვაცხადეთ იმ მავნე პრაქტიკის დაბრუნებაზე და ამით ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ. დრეს დამაგვირგვინებელი ეტაპი იყო ამ სისტემის მურუსიძის სასამართლოში, სადაც დამაკისრეს ჯარიმა, ასევე მართვის მოწმობა სამი წლით ჩამომართვეს და 5 წლით ჩამოამრთვეს საჯარო სამსახურში დანიშვნის შესაძლებლობა. მაგრამ არ მაშინებს არც ეს. ჯარიმაც ბევრი მაქვს, უბრალოდ ამას დაემატა მართვის მოწმობა, მაგრამ ეს ბრძოლა მაინც გრძელდება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიცია არ მიირებს პოლიტიკურ დავალებებს და არ შეასრულებს იმ ბინძურს პრაქტიკას, რასაც ახლა ახორციელებს ხელისუფლება იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქტიურ წინააღმდეგობაში არიან რეჟიმთან", - განაცხადა ოთო ფარულავამ. 

 

მსგავსი სიახლეები