ევროპელი ლიდერები ახალი კონსულტაციებისთვის ემზადებიან - პოლიტიკოსები თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას შეაჯამებენ

19.08.25 13:10
ევროპელი ლიდერები ახალი კონსულტაციებისთვის ემზადებიან - პოლიტიკოსები თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას შეაჯამებენ

ევროპელი ლიდერები ახალი კონსულტაციებისთვის ემზადებიან - დაახლოებით ორ საათში ონლაინ კონფერენციაა ჩანიშნული. ამ შეხვედრას ლიდერების ნაწილი ვაშინგტონიდან ჩაერთვება.

შეხვედრაზე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ აუდიენციას შეაჯამებენ. 

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უხელმძღვანელებს.

  • კოალიცია წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, მათ შორის ქვეყნების ჯგუფს, რომლებმაც უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შემდეგ მშვიდობის დაცვას დაჰპირდნენ.

შეხვედრაზე ლიდერებს ვაშინგტონში გამართული დისკუსიების შედეგები უნდა ეცნობოს და ასევე უნდა განიხილონ შემდეგი ნაბიჯები.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც დაესწრება.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები