ქვეყანა, სადაც მმართველი რეჟიმი რუსული ტიპის ძალაუფლების ვერტიკალს აშენებს, მისი ადგილი EU-ში ვერ იქნება - ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი
"ქვეყანა, სადაც მმართველი რეჟიმი რუსული ტიპის ძალაუფლების ვერტიკალს აშენებს, მისი ადგილი EU-ში ვერ იქნება," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, გიორგი ბადრიძემ განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის თქმით, თუ პოლიტიკურად იმის საპირისპიროს აკეთებ, რაც ევროკავშირთან საერთო უნდა გქონდეს, მაშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კითხავენ საკუთარ თავს - "რატომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომელიც ჩვენთან სიახლოვეში არაფრით არ არის".
ევროკავშირი არის დემოკრატიების ალიანსი და ქვეყანა, რომელშიც მმართველი რეჟიმი აშენებს არა ევროპული ტიპის დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას, არამედ რუსული ტიპის ძალაუფლების ვერტიკალს, მისი ადგილი ევროკავშირში ბუნებრივია ვერ იქნება. შესაბამისად "ჩვენ არ მოვწონვართ იმიტომ, რომ ომში ჩაგვითრიეს", ეს არის საბავშვო ზღაპარი.
რეალურად ევროკავშირი ყველა თავისი პოტენციური წევრისგან ითხოვს დემოკრატიულ სისტემას. ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს რომ აკეთებ ბუნებრივია ლაპარაკი ევროპერსპექტივაზე ვერ იქნება.
შენ თუ ამგვარი ქვეყანა არ ხარ, თუ ეკონომიკურად ღარიბი ხარ, თუ პოლიტიკურად იმის საპირისპიროს აკეთებ, რაც ევროკავშირთან საერთო უნდა გქონდეს, მაშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კითხავენ საკუთარ თავს - რატომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომელიც ფასეულობით, პოლიტიკური სისტემით და ეკონომიკური მდგომარეობით, ჩვენთან სიახლოვეში არაფრით არ არის," - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.