„საქსტატი“ - საქართველოში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა

19.08.25 14:12
„საქსტატი“ - საქართველოში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი იუწყება.

საქსტატის ინფრომაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.% შეადგინა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით):

  • უმუშევრობის დონე 0,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14,3 პროცენტი შეადგინა;
  • თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29,3 ათასით შემცირდა (6,5%) და 422,2 ათასი შეადგინა;
  • უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7,9 ათასით (3,6%) და 227,6 ათასი შეადგინა;
  • დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4,7 ათასი კაცით (0,5%) და 940,5 ათასს მიაღწია.
  • თუ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის დონეს შევადარებთ, ჩანს, რომ იანვარ-მარტთან შედარებით აპრილ-ივნისში ეს მონაცემი შემცირებულია.

„ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა. 2025 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.1%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და 46.4 % შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.3 პროცენტული პუნქტით და 0.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 46.5 %-ს და 46.3 %-ს შეადგენს. 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 % შეადგინა. 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12.2 %-ს და 15.9 %-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.7 %-ს, ხოლო კაცებში 66.2 %-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები