„ცეცხლი ოლიგარქიას!“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - ბახმაროში "ოცნების" ლიდერებს საპროტესტო ტრანსფარანტებით დახვდნენ
„ცეცხლი ოლიგარქიას!“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - ბახმაროში ფერიცვალების დღესასწაულზე ჩასულ "ოცნების" ლიდერებს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
ტრადიციულ დოღზე, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძეც ესწრება საპროტესტო ტრანსფარანტები გაშალეს.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროში ტრადიციული დოღი იმართება. მანამდე ტაძარში მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინეს. პარალელურად, ტერიტორიის მიმდებარედ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვები იმართება.