"დაკავებისას მანქანაზე მიმაჭყლიტეს, ნასტია ყვიროდა და შველას ითხოვდა" - არტემ გრიბულის სიტყვა სასამართლოზე

19.08.25 15:30
"დაკავებისას მანქანაზე მიმაჭყლიტეს, ნასტია ყვიროდა და შველას ითხოვდა" - არტემ გრიბულის სიტყვა სასამართლოზე

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისთანავე ბრალდებულებმა ადვოკატების აცილების შუამდგომლობა დააყენეს. დაკავებულების თქმით, უფლებადამცველები მათ  ბრალის აღიარებას ურჩევდნენ. 

ამ წუთებში, სასამართლოს ჩვენებას აძლევს არტემ გრიბული. სინდისის პატიმარი დეტალურად იოხსენებს, თუ როგორ დააკავეს ძალის გამოყენების პოლიციელებმა ის და ანასტასია. 

ამ ხელებით მიმიყვანეს მიჯრით მანქანაზე, მიმაჭყლიტეს, ჩემი პირველი აზრი იყო, რომ ჩემმა მეგობრებმა უშნოდ იხუმრეს. ერთი წამის შემდგომ მითხრეს “არ გაინძრე, პოლიციაა”. ამისი შემოწმება რთული იყო. ორმა კაცმა ხელები ჩამჭიდა, მათ  პოლიციის ფორმა არ ეცვათ.კაცი, რომელმაც მარცხენა ხელზე მომკიდა ხელი არც ისე მაღალი იყო, თმა არ ჰქონდა თავზე.მარჯვენა მხარეს კაცი იყო ხანშიშესული, არც ისე უპრიანად ჩაცმული, მისი სახელი და გვარი არ ვიცი, სასამართლოზე ის არ მოსულა. ამ მხცოვანმა მითხრა, რომ ზედმეტად არ მემოძრავა, ის საუბრობდა რუსულ ენაზე. გავიგე, რომ იგივე ხდებოდა ნასწიასთან. მე გავიგე, როგორ დაიწყო ყვირილ ნასტიამ, რადგან მას შეეშინდა.მივხვდი, რომ მასთანაც იგივე ხდებოდა, რაც ჩემთან. ნასტია ყვიროდა და შველას ითხოვდა, ნასტიას გარშემო მე მესმოდა მამაკაცის ხმები, ქალის ხმა არ გამიგია. აი, რა მოხდა შემდეგ. როცა მე მითხრეს, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, საბუთები მოვთხოვე. მათ მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი და მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავით. მე საბუთებს ვითხოვდი, ხანშიშესულმა კაცმა მითხრა, რომ დაჯექი მანქანაში და ჩვენ გაჩვენებთ საბუთებს. მივხვდი, რომ არჩევანი არ მქონდა და დავთანხმდი.

პირველ ჯერზე მაჩვენეს, როგორ უნდა დამედო წინა სავარძელზე ხელები. შემდეგ უცნაური კითხვების დასმა დაიწყო. პირველი კითხვა იყო - გაქვს შპრიცი? გამეცინა, საიდან უნდა მქონდეს-მეთქი, შემდეგ ანალოგიური, გაქვს თუ არა დანა, იარაღი, კანონსაწინააღდეგო, რა თქმა უნდა, მე უარით ვუპასუხე. შემდგომ ეცადნენ, რომ გავეჩხრიკე, ქუჩაში ჯერ კიდევ ნათელი იყო, ჯერ ჩასასვლელად არ იყო მომზადებული და არც განათება არ იყო ჩართული. ძალიან საინტერესო ჩხრეკა იყო. ამომიღეს ქურთუკიდან რამდენიმე ლარი, ზევიდან მოხდა ეს ყველაფერი, შარვალზე ხელები დაარტყეს და მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ტელეფონი. შეხედა ტელეფონს და წინა მგზავრის სავარძელზე დადო, მეორე მხარეს ამ მომენტისთვის მეორე პოლიციელი მჩხრეკდა და მარცხენა ჯიბიდან ამომიღო გასაღები. მე ვნერვიულობდი ნასტასიაზე, დავინახე, რომ ისიც მანქანაში ჩასვევს, მე ვცდილობდი გამეხედა, რა ხდებოდა ნასტიას მხარეს, ყველაფერი რიგზეა თუ არა. მოხუცი ადამიანმა მითხრა, რომ არ შეიძლება და მაჩვენა მუშტი", - განაცხადა გრიბულმა

როგორც სასამართლოდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, გრიბულს დაკავებისას ეკითებოდნენ, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას პუტინის მიმათ. 

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები