საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ვლადიმერ ტატიშვილმა თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზე გახდა ცნობილი.
მისი განცხადება ვასილ მაღლაფერიძემ წაიკითხა. მისი განცხადებით, დირექტორის მოვალეობას ვლადიმერ ტატიშვილის პირველი მოადგილე, ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.
ტატიშვილს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ნოემბერში ეწურებოდა.
[ფოტო: 1tv.ge]