ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" განცხადებით, "ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს კაცი უკვე დაღუპული დახვდა".
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
[ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"]