თავდასხმა ,,ენმ"-ს წევრზე - დაკავებულია 1 პირი

11.10.21 15:13
თავდასხმა ,,ენმ"-ს წევრზე - დაკავებულია 1 პირი

თავდასხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანზე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ  2 ადამიანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, გივი ცინცაძესა და მის მეუღლეს მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს არაფერს ამბობს პოლიტიკურ ინტერესზე, როგორც ამას ენმ-ს მხარდამჭერი ამტკიცებს. 

ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.