სინდისის პატიმრის, არტემ გრიბულის თქმით, დაკავებისას გამომძიებელი ეკითხებოდა, "რა დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის მიმართ"
სინდისის პატიმრის, არტემ გრიბულის თქმით, დაკავებისას მას გამომძიებელი ეკითხებოდა, "თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის მიმართ" - ამის შესახებ "ტვ პირველის" კორრსპოდენტი სასამართლოდან იტყობინება.
როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, თბილისში, პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რუსეთის მოქალაქემ თქვა, ერთ-ერთი პოლიციელი ამ დროს სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის ფოტოებს ათვალიერებდა.
შემომიტრიალდა და მკითხა, რა დამოკიდებულება გაქვს პუტინთან, ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი, მან ძალიან აგრესიულად გამოხატა გინებით თავისი აზრი, თუ რას ფიქრობდა ჩემზე. ისევ მკითხა, რატომ მქონდა ცუდი განწყობა და მე მას დავუწყე მოყოლა, მან ხელი ჩაიქნია და თქვა - კარგი, არ გცემ და ამის შემდეგ, სულ მესაუბრებოდა", - განაცხადა სხდომაზე სინდისის პატიმარმა.
გრიბულმა სასამართლოს დღეს განუმარტა, რომ ის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი იყო და რუსეთში მის მხარდამჭერ აქციებშიც იღებდა მონაწილეობას.
სინდისის პატიმარმა დღეს ასევე დეტალურად მოუყვა სასამართლოს, როგორ დააკავეს და როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი - "მე გამომძებელს ავუხსენი, რომ არ მეკუთვნის ნარკოტიკები და კითხვები უნდა დაუსვათ ბატონ ჯემალისთის და გვერდზე მჯომ პოლიციელზე მივუთითე".
პოლიციელმა ჩემი ხელები ხელებში მოაქცია და სახეში მიყურებდა, შოკში ჩავვარდი. სადღაც ხუთ წუთში ჯემალ მირაზაშვილმა ქურთუკი უკან დამიბრუნდა, მე ვიფიქრე, რომ ის ჩხრეკდა, მე ჩავიცვი. შემდგომ ვისხედით მანქანაში, დიდხანს, სადღაც 20 წუთი ზუსტად, მე ვიჯექი და ვუხსნიდი, რა მოხდებოდა შემდგომ და ჩემთან საუბარს არ აპირებდნენ, ვეკითხებოდი, მაგრამ პასუხი არ გამცეს, მითხრეს, რომ უნდა გავჩუმებულიყავი. შემდეგ მოვიდა თარჯიმანი. თარჯიმანი არაფერს თარგმნიდა იმდენად, რამდენადაც გამომძიებელი თვითონ საუბრობდა რუსულად და რაც იყო საჭირო, მესაუბრებოდა.
ანუ გამომძიებელმა მითხრა, რომ ახლა ჩატარდება შენი ჩხრეკა და არის ეჭვი, რომ შენ ხარ ნარკომანიო. მე ვუთხარი კი ბატონო. ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მე არაფერი მაქვს. ანუ როცა გამომძიებელი და თარჯიმანი დასხდნენ მანქანაში, ჩემს გვერდზე მჯდომები წყანარად იყვნენ. გამომძიებელმა ქართულ ენაზე უთხრა რაღაც და ჯემალ მირაზაშვილმა ჩაატარა ყველაზე სწრაფი ჩხრეკა. ქურთუკი გაწია და ჩემი შიდა ჯიბიდან ამოიღო ხელსახოცში გახვეული ოთხი რაღაც შეკვრა. ყველაზე სასაცილო იყო, რომ გამომძიებელმა მკითხა - რა არის ეს? ამ მომენტამდე მე წყნარად ვიყავი, ვფიქრობდი, რახან მიტინგებზე დავდიოდი. ყველაზე ცუდი სცენარი იყო, რომ საზღვარზე გამიყვანდნენ და საქართველოს დამატოვებინებდნენ და ვიყავი მშვიდად.
სიმართლე გითხრათ ამ მომენტისთვის შემეშინდა, მე არასოდეს ნარკოტიკთან შეხება არ მქონია, მაგრამ გამიგონია, რომ მაღალი სასჯელია. ეჭვი მქონდა, რომ ცუდად იყო საქმე, გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის ნარკოტიკი ჩაედოთ. მე მათ ვუთხარი მე მიმაჩნია, რომ მე არ მეკუთვნის და ამ ნარკოტიკებზე კითხვები უნდა დაუსვათ ბატონ ჯემალს და გვერდზე მჯომზე მივუთითე. გამომძიებელმა ეს შეკვრები აიღო და ხელსახოცი ფანჯრიდან გადააგდო. ერთ ხელში ეჭერა შეკვრა ნივთიერებებით და პლანშეტი.გადაატრიალა პლანშეტი და დადო. ერთ-ერთი შეკვრა აიღო, შავი ფერის პლანშეტის უკანა მხარეს ერთ-ერთი შეკვრა გადაჭრა, გადმოიყარა თეთრი ფხვნილი, ხელით მოსინჯა და თქვა - რა არის ესო?
გამომიებელებმა სწრაფად შეავსეს ოქმი, ხელში ეჭირა ტელეფონი, ჯემალიმ მიაწოდა მას გასაღები და ხურდა ფული, რაც იქამდე ამოიღეს, მაჩვენეს ოქმი და მითხრეს ხელი მომეწერა, ამ ყველაფერს თარჯიმანი მეუბნება. მე მივხვდი, რომ იქ დაწერეს, რომ ეს ჩემი ნარკოტიკები იყო და მე ამას არ ვეთანხმებოდი, სიმართლე გითხრათ, ვიმედოვნებდი, რომ ეს არ იყო ნარკოტიკები და ჩემი შეშინება უნდოდათ. მე ხელი არ მოვაწერე, მითუმეტეს ჩემთვის არავის გადაუთარგმნია", - განაცხადა გრიბულმა.
გრიბულისა და ზინოვკინას საქმეზე შემდეგი სხდომა პირველ სექტემბერს ჩაინიშნა, სადაც სასამართლო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს.
რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.