"ოცნების" პარადოქსი - "ეკონომიკა იზრდება", უმუშევრობა მატულობს
საქსტატის ახალი მონაცემებით, საქართველოში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა და 14,3 პროცენტს მიაღწია, რაც ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელია. შემცირდა თვითდასაქმებულთა რიცხვიც - მცირე მეწარმეები და საკუთარი ბიზნესის მქონე ადამიანები საქმიანობას წყვეტენ.
ქუჩაში გამოკითხულმა მოქალაქეებმა დაადასტურეს სტატისტიკის სურათი - მათივე თქმით, შემოსავლები არასაკმარისია, ქვეყანაში ცხოვრება გაძვირდა და სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას.
რატომ მცირდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა და როგორ იზრდება უმუშევრობა ეკონომიკის ზრდის პარალელურად - ამ კითხვებზე „ქართული ოცნების“ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, პასუხი არ გაუცია.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.