წერეთლის გამზირზე ავარიული კორპუსიდან სამშენებლო მასალები ცვივა - ხალხი დახმარებას ითხოვს

19.08.25 20:38
წერეთლის გამზირზე ავარიული კორპუსიდან სამშენებლო მასალები ცვივა - ხალხი დახმარებას ითხოვს

თბილისში, წერეთლის გამზირის №73–ში მდებარე კორპუსის ფასადი კრიტიკულ მდგომარეობაშია. აივნებიდან სამშენებლო მასალები ცვივა, რის გამოც საფრთხე ექმნება როგორც მაცხოვრებლებს, ასევე გამვლელებსა და მიმდებარე კომერციული ობიექტების თანამშრომლებს. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება წვიმის დროს, თუმცა ადგილზე არცერთი გამაფრთხილებელი ნიშანი არ არის დამონტაჟებული.

ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. მათი შეფასებით, აივნების საყრდენები, ფაქტობრივად, დაზიანებულია და არავინ იცის, როდის ჩამოიშლება კონსტრუქცია.

ოპოზიცია თბილისის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, სანამ სავალალო შედეგი დადგება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები უკვე გაწერილია და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები