რუსული მედია: პირები, რომლებსაც ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობა ჰქონდათ დაგეგმილი, კრასნოდარის მხარეში დააკავეს
კრასნოდარის მხარეში დააკავეს პირები, რომლებსაც, ოფიციალური ვერსიით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობა ჰქონდათ დაგეგმილი. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დაკავებულები უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული მოქალაქეები არიან.
ამავე ვერსიით, სატვირთოს მძღოლს თვითმკვლელი ტერორისტისთვის უნდა გადაეცა ბომბებით დატვირთული ავტომობილი, რათა სტრატეგიული ხიდი აეფეთქებინა.
ეფესბემ ორშაბათს განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ტრანსპორტი რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან შევიდა.
თუმცა, მოსკოვი ამ ბრალდებას თბილისს უყენებს დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე - არ არსებობს არანაირი მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ ლარსის გადაკვეთისას ავტომობილი მართლაც ბომბებით იყო დატვირთული.