სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დასკვნითი პროცესები იწყება

20.08.25 11:25
სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დასკვნითი პროცესები იწყება

სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დასკვნითი პროცესები იწყება - საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება.

დღეს სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას. ამის შემდეგ კი 3 ბრალდებულის ადვოკატიც ისარგებლებს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობით.

შემდეგ სხდომაზე უკვე დაცვის მხარე და თავად სინდისის პატიმრები წარმოთქვამენ საბოლოო სიტყვას და არ არის გამორიცხული რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი 11 პირის საქმეზე სწორედ შემდეგ სხდომაზე, 29 აგვისტოს გამოაცხადოს. 

ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ სამქეზე უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს და იმ შემთვევაში, თუ მოსამართლე გალუსტაშვილი 11 ბრალდებულს მაინც დამნაშავეებად გამოაცხადეს, უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე შესაბამისი პროცედურებსი გავლის შემდეგ აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში წავა. 

"გამოკვლევებით, მტკიცებულებებით, უალტერნატივოა გამამართლებელი განაჩენი. თუ ამ ადამიანების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, გამოდის, რომ 10 000 ადამიანი უნდა დააკავოს ბრალდებსი მხარმე. ის მტკიცებულებები, რომლებზერც ბრალდებსი მხარე საუბრობდა, რომ უნდა დადასტურებულიყო ბრალი, არ დადასტურდა - უფრო მეტიც, დაადასტურა სრულიად საპირისპირო.

ორი აზრი არ არსებობს, შევხდებით ევროპულ სასამართლოში. დავბრუნდებით დემოკრატიაში და პასუხისგებაში მიეცემიან ყველა ის მოძალადე პირები, რომლებმაც მშვიდობიანი აქციის უფლება ჩაახშეს, ამიტომ ისრების გადმოტანა 11 ბრალდებულზე ან 18 ბრალდებულზე არის არასწორი და არ შეიძლება. ამას დღეს თუ არა ხვალ მაიცნდ ავასრულებთ", - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი. 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები