აქტივისტი, თამარ კურატაშვილი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს

20.08.25 12:41
აქტივისტი, თამარ კურატაშვილი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ, აქტივისტი თამარ კურატიშვილი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო 2000 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოზე თამარ კურატიშვილი მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა და თქვა, რომ სტენსილები ნამდვილად მან გააკეთა, თუმცა მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

6 აგვისტოს საღამოს, იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გაჩნდა მზია ამაღლობელის სტენსილი – „სილა რეჟიმს“. შსს-მ გარე სათვალთვალო კამერები ამოიღო და ასე დაადგინა სტენსილის ავტორი.

ფოტო: ბათუმელები

 

მსგავსი სიახლეები