ავარიული კორპუსები თბილისში- სიცოცხლით სავსე ქალაქი შესაძლოა, სიკვდილის ქალაქად იქცეს

11.10.21 17:48
ავარიული კორპუსები თბილისში- სიცოცხლით სავსე ქალაქი შესაძლოა, სიკვდილის ქალაქად იქცეს

სიცოცხლით სავსე ქალაქი შესაძლოა სივდილის ქალაქდ იქცეს. ბათუმის შემდეგ დედაქალიც საფრთხეშია. ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურში მოქალაქეები ერთი მეორეს მიყოლებით რეკავენ და აცხადებენ,  რომ სახლები თავზე ენგრევათ, მათი ინფორმაციით,  თვითნებურად გაკეთებული მიშენებების გამო კორპუსის საყრდენი ვეღარ უძლებს.  მოსახლეობა მერიას დახმარების თხოვნით მიმართავს, თუმცა რეაგირების მოლოდინში წლები გადის, შენობების ფასადი კი ყოველდღიურად ნადგურდება. ურბანისტები ამბობენ, რომ თუ დედაქალაქის გადასარჩენად მერია კონკრეტულ პოლიტიკას არ შეიმუშავებს, ბათუმის ტრაგედია მონაგონი იქნება.

თბილისი ავლაბრის ქუჩაზე, ერთ-ერთ ავარიულ სახლში უკვე წლებია, ცხოვრობს 3 ოჯახი, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მერიას დახმარების თხოვნით მიმართავენ, რადგან აქ ცხოვრება საშიშია, ქალაქის ხელისუფლება რამდენიმე წელია, ჰპირდება მათ, რომ საცხოვრებელს შეუცვლის, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს. 

ანალოგიური მდგომარეობა თბილისის ბევრ უბანში, აქ უკანო მიშენება ბევრია და ცხოვრება საშიშია,  ეს კი წლებია გრძელდება.

ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე, აცხადებს, რომ შესაძლოა, ბიუჯეტიდან მათ დასახმარებლად თანხები გამოყოს, უკანონო მიშენებებზე კი კანონი გამკაცრდება.

მიშენება, დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა არის აკრძალული და დაუშვებელი,  ეს გამოვლენის და მონიტორინგის საკითხია, თუ ვინმე უკანონო მიშენებას ახორციელებს, ამის შესახებ მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. იმას, რომ ჩვენ მივიღეთ დარღვევები და ვეღარ ვასწორებთ, ამ ფაქტს შევხედეთ თვალებში და ვაპატიეთ, მაგრამ ეს რომ ხვალ არ გაგრძელდეს, ამისთვის მივიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კარგად გავაცნობიერეთ, რომ 5, 10 და 50 ათას ლარიანი ჯარიმა ვერ ახდენს პრევენციას, ამიტომაც შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. - ამბობს ხმალაძე.

ურბანისტები აცხადებენ, რომ ფაქტიურად დედაქალაქი ნაღმზეა. მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება დამოკიდებულებას არ შეიცვლის უკანონო მიშენებებთან დაკავშირებით, ბათუმის ტრაგედია მონაგონი იქნება.

ირაკლი როსტომაშვილი, ,,თბილისსი მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი", აცხადებს, რომ თბილისში ისეთი ავარიული კორპუსის რაოდენობა უამრავია, რომელიც დაუყონებლივ დაცლას საჭიროებს.

ათეულობით კორპუსია თბილისში, სადაც დაუყონებლივ უნდა მიიყვანონ ტექნიკა და იქ მცხოვრები ხალხი გამოასახლონ . ცხადია, ამაზე მერიაა პასუხისმგებელი. მათ მკაცრი ხელი უნდა მოკიდონ ამ საკითხს, მაგრამ ეს მათთვის არაპოპულარული ნაბიჯია. ამას კი ერიდებიან. საშინერლი საფრთხეა ეს - ამბობს როსტომაშვილი.

,,ტვ პირველთან" ერთ-ერთი ასეთი ავარიული სახლის მეპატრონე უყვება, რომ 5 წლის წინ ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატი მათ ამორტიზირებული სახლიდან გამოყვანას და სხვაგან ცხოვრებას ჰპირდებოდა, თუმცა უშედეგოდ.