სინდისის 11 პირის საქმეს გამართლებული ექიმი, გიორგი ახობაძე ესწრება
საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელს სხდომას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილსი მეირ გამართლებული ექიმი, გიორგი ახობაძე ესწრება. როგორც სასამართლოდან "ტვ პრიველის" კორესპოდენტი იტყობინება, მისი დანახვა ბრალებული სინდისის პატიმრებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო.
გიორგი ახობაძეს ხუმრობით მიმართა ერთ-ერთმა სინდისის პატიმარმა, იურმოსიტმა ონისე ცხადაძემ და უთხრა, რომ "ნეტავ მისთვისაც ნარკოტიკები ჩაედოთ".
დღეს სხდოამზე დასკვნით სიტყვას იტყვის ბრალდების მხარე. ამის შემდეგ კი ორი ბრალდებულის, გიორგი ტერიშვილსი ადვოკატს, ირაკლი ჩომახაშვილს, ასევე სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ადვოკატს, ბექა ბობოხიძეს ექნებათ შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით მიმართონ სასამართლოს.
- შემდეგ სხდომაზე უკვე დაცვის მხარე და თავად სინდისის პატიმრები წარმოთქვამენ საბოლოო სიტყვას და არ არის გამორიცხული რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი 11 პირის საქმეზე სწორედ შემდეგ სხდომაზე, 29 აგვისტოს გამოაცხადოს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.