"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - თბილისში ხვალ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

20.08.25 15:38
"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - თბილისში ხვალ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ასე ქვია აქციას, რომელიც ხვალ თბილისში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გაიმართება. გაიმართება ასევე ფარნების მარში, რომელიც სტარტს რესპუბლიკის მოედანზე აიღებს, რის შემდეგაც მოქალაქეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ. 

საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეებს 22 მედიის მიერ გადაღებული ფოტოები დახვდებათ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს პროცესებს ასახავს. 

21 აგვისტოს 20:00 საათზე ვიკრიბებით პიველი რესპუბლიკის მოედანზე კამპანიის ფარგლებში "სინათლე არ უნდა ჩაქრეს", რომელიც მედიის მხარდასაჭერად დაიწყო. ამ კამპანიის მთავარი სათქმელი არის, რომ მედია არის სინათლე, შესაბამისად, სიმბოლურად, ვთხოვთ ყველა ადამიანს, ვინც მოდის მარშზე, წამოიღოს ფარანი. დავიძრებით რესპუბლიკის მოედნიდან და მივალთ პარლამენტთან, სადაც დაგვხვდება იმ 22 მედიის ფოტო-გამოფენა, რომლებიც ამ გაერთიანებაში და კამპანიაში არიან, - ამბობს კამპანიის ხელმძღვანელი ქეთი ქათამაძე.

მოქალაქეების კიდევ ერთი მოთხოვნა ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლება იქნება. 

დამოუკიდებელი ონლაინ მედია ახლა გადარჩენისთვის იბრძვის. ბოლო ორი კვირაა სოციალური  ქსელის დახმარებით გროვდება ფინანსური რესურსები 22  ონლაინ გამოცემის დასახმარებლდ.

მსგავსი სიახლეები