სინდისის 11 პატიმრის საქმე: რა წარუდგინა ტერიშვილის ადვოკატმა მოსამართლეს - ირაკლი ჩომახაშვილი საბოლოო სიტყვით სარგებლობს
საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს - ცოტა ხნის წინ დაასრულა თავისი საბოლოო სიტყვის თქმა სახელმწიფო ბრალდებამ. პროკურატურა სინდისის 11 პატიმრის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.
ამ წუთებში კი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს პროევროპულ აქცაიზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ტერიშვილის დვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.
როგორც სასამართლოდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, ჩომახაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ცნობის სახით წარდუგინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
- ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლსო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა, რომ პროკურატურა 11 დაკავებულს სწორედ ორგანიზებულ დანაშაულს ედავება, თუმცა მტკიცებულებების გარეშე, რადგან ამავე გადაწყვეტილებაში ასევე ნატქვამია, რომ ორგანიზებულ დანაშაულში მხილებული პირები წარსულში უნდა იცნობდნენ ერთმანეთს, რაც სინდისის 11 პატიმრის საქმეში არ იკვეტება და ჩომახაშვილის თქმით, ამას ვერც პროკურატურა ადასტურებს.
„ზემოთ აღვნიშნე, რომ თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა სხდომაზე ირაკლი ჩომახაშვილმა. (რადიო თავისუფლება)
მისივე თქმით, ორგანიზებული ხასიათის ქმედების დადასტურება, მაშინ როდესაც ბრალდებული არ საუბრობს ტელეფონზე, არ ესაუბრება არავის, არ ეხმარება გვერდზე მყოფ პირებს, შეუძლებელი და გამორიცხულია.
„დაცვის მხარემ ზემოთ განმარტა, თუ რა დროს არ შეიძლება ჩაითვალოს პირის ქმედება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობად, ხელმძღვანელობად ან ორგანიზატორობად.
კერძოდ, თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. დაცვის მხარემ აუცილებლად უნდა გამოყოს ის კომპონენტები, რომელიც ითვლება გიორგი ტერიშვილის გამამართლებელ გარემოებად", - ამბობს ადვოკატი.(რადიო თავისუფლება)
ჩომახაშვილი ამბობს, რომ გიორგი ტერიშვილი სპონტანურად მოქმედებდა და არა ორგანიზებულად:
„თუ ჩავთვლით რომ ვიდეო ჩანაწერზე გამოსახულია გიორგი ტერიშვილი, მისი ქმედება, კერძოდ შემთხვევის ადგილზე მარტო განთავსება, კომუნიკაციის არ არსებობა სხვა პირებთან, გამოყოფილ ადგილას დგომა, მობილური ტელეფონის ან სხვა გადამცემი საშუალების არ არსებობა, ცალსახად მიუთითებს მის სპონტანურ ქმედებაზე. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ გიორგი ტერიშვილს კავშირი ჰქონდა რომელიმე იქ მყოფ პირთან, იგი იმყოფებოდა მარტო და საკუთარ პოზიციას გამოხატავდა მარტო", - ამბობს ადვოკატი.(რადიო თავისუფლება)
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი და რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში, რაც ვერ დადასტურდა.
„როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი და რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა არსენ ხუნაშვილმა 13:30:03 წუთზე მგანმარტა, რომ ამ საქმეზე დადგენილი არ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, თუმცა, შესაძლოა ტერიშვილი იცნობდეს მას.
აღნიშნული განმარტებით, თუ წარმოდგენილ საქმეში დადასტურებული და გამოკვეთილი არ არის ვინ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არამხოლოდ გიორგი ტერიშვილის არამედ, ყველა ბრალდებულის მონაწილეობა ვერ დადასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
თუმცა, თუ ბრალის შესახებ დადგენილებით ვიხელმძღვანელებთ, ბრალდება ორგანიზატორებად მიუთითებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს. აღნიშნული პირების მხრიდან ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი ჩვენს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადასტურებული არ არის".- აცხადებს ადვოკატი. (რადიო თავისუფლება)
ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.