პროკურორების საბოლოო სიტყვა არის სირცხვილი - გიორგი ახობაძე სინდისის 11 პატიმრის საქმეზე
"პროკურორების საბოლოო სიტყვა არის სირცხვილი" - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესს ესწრება.
- ცოტა ხნის წინ დაასრულა თავისი საბოლოო სიტყვის თქმა სახელმწიფო ბრალდებამ. პროკურატურა სინდისის 11 პატიმრის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.
მისი თქმით, პროკურორებს ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ და დღევანდელ პროცესზე შაბლონურ ტექსტს იმეორებდნენ.
გიორგი ახობაძე აღნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის რა განცდები და როგორი ბრაზი აქვთ სინდისის პატიმრებს უსამართლობის გამო და იმედოვნებს, რომ მისი სასამართლო დარბაზში ყოფნით "შეიძლება სიმხნევე მოემატოთ".
პროკურორების საბოლოო სიტყვები არის სირცხვილი. იმდენად არაფერზე არ აქვთ სასაუბრო, რომ შაბლონური ტექსტებით ერთი და იგივეს, ისე ჩუმად ლაპარაკობენ რომ ხმამაღლაც არავინ გაიგოს, ისეთ სირცხვილ რაღაცებს ამბობენ. არაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი. კინაღამ ჩამოგვეძინა, ერთი და იგივეს იმეორებდა 2 საათი, არ გაჩერებულა, copy-paste-ვით ჰქონდა შაბლონური ტექსტები.
ზუსტად ვიცი რა განცდებიც აქვთ, როგორი ბრაზი აქვთ იმ უსამართლობის გამო რაშიც არიან. ჩემი აქ ყოფნით, იმედი მაქვს, ცოტა მაინც, მხარდაჭერით შეიძლება სიმხნევე მოემატოთ.
ორმაგი სტანდარტით და ასეთი უსამართლო სასამართლოთი ადამიანების ტყვეობაში დატოვება არ გამოუვა არავის, არც ამ ხელისუფლებას და არც არცერთ ხელისუფლებას, რომელიც ამ სახელმწიფოში ამიერიდან იქნება.
მინდა, რომ მხნეობა ვუსურვო, ცოტახანი დაგველოდონ და აუცილებლად მაგათთვისაც გაიღება ციხის კარი," - განაცხადა გიორგი ახობაძემ.
საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს - ცოტა ხნის წინ დაასრულა თავისი საბოლოო სიტყვის თქმა სახელწმიფო ბრალდებამ. პროკურატურა სინდისის 11 პატიმრის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.