"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ზუგდიდში ჩასულ კობახიძეს სასტუმროსთან მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ

20.08.25 15:56
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ზუგდიდში ჩასულ კობახიძეს სასტუმროსთან მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ

 

 

გასულ ღამეს, ზუგდიდში ჩასულ ირაკლი კობახიძეს სასტუმროსთან მოქალაქეები დახვდნენ. აქტივისტები სკანდირებდნენ: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

საპროტესტო აქციის გამო, ზუგდიდში, ღამით, პოლიციის უპრეცედენტოო მობილიზება იყო.
ადგილობრივი აქტივისტის, მარიამ სიჭინავას განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი. მათი გაღიზიანება შეძახილმა - "იკუმ" გამოიწვია. მისი თქმით, სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ბუხუტი ნიკურაძე აგრესიულობით გამოირჩეოდა. 

მარიამ სიჭინავა აღნიშნავს, რომ ქალაქში, რომელსაც 3 სინდისის პატიმარი ჰყავს, ირაკლი კობახიძე მშვიდად ვერ ივლის. 

დაცვა და ესკორტი საკმარისი არ გახდა, პოლიციით ხალხის გარეშე დადის აბსოლუტურად ყველგან და ბუტაფორიას და ილუზიას ქმნის თითქოს, მართლა, რომელიმე ქალაქში მას ვინმე მიესალმება და ზუგდიდი არის ქალაქი, რომელიც 260 დღეზე მეტია პროტესტშია და ამ ქალაქის პროტესტის ფორმები არის განსხვავებული, განსაკუთრებული, წინააღმდეგობრივი და სხვებისთვის მამოტივირებელი. ბუნებრივია, ჩვენ, პროტესტის მონაწილეებს არ გვქონდა უფლება კობახიძე მშვიდად გაგვეშვა ქალაქიდან, რომელსაც ჰყავს 3 სინდისის პატიმარი. ამ ადამიანს მშვიდად ელარჯის წელვის და ძილის საშუალება არ უნდა ჰქონდეს ამ ქალაქში.

მართლა ასეულობით პოლიციელი იყო, ჩვენ ვიყავით 2 ქალი აქტივისტი მისულები ადგილზე და როცა კობახიძე მანქანიდან გადმოვიდა მას უბრალოდ შევძახეთ - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". შეძახილმა "იკუმ" გამოიწვია პოლიციელების გაღიზიანება, ეს იყო სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ბუხუტი ნიკურაძე, რომელმაც მართლა მილიმეტრებით დამაცილა გაშლილი ხელი სახესთან, თავისუფლად შეიძლებოდა ეგ ხელი მომხვედროდა და იყო ძალიან აგრესიული," - ამბობს მარიამ სიჭინავა. 

მსგავსი სიახლეები