ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
შემთხვევის დროს ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
[ფოტო: აჭარის ტელევიზია]