"შეშფოთებული ვარ ნინო დათაშვილის დაკავებით" - გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დამცველებზე
გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დამცველებზე ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და პედაგოგის დაკავებისა და მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მერი ლოულორი წერს, რომ ის ხვალ ყურადღებით დააკვირდება ნინო დათაშვილის საქმის მოსმენას.
ხვალ ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველის, ნინო დათაშვილის საქმის მოსმენას. ძალიან შეშფოთებული ვარ მისი დაკავებით და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის მცდელობით. მოვითხოვ მის გათავისუფლებას, ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობას," - წერს მერი ლოულორი.