გაუსწორდნენ თუ არა ფიზიკურად დუშეთში საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატს? - ადგილობრივი ოპოზიცია ხელს "ოცნების" მერობის კანდიდატს ადებს
კრიმინალური გარჩევა დუშეთში - "ოცნების" მერობის ადგილობრივი კანდიდატი სავარაუდო ანგარიშსწორებაშია მხილებული, ადგილობრივი ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კახა ჩიტაური "ოცნების" შტაბის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა დამოუკიდებელ კანდიდატს, გოგიტა თანიაშვილს. ჩინოვნიკებმა თანიაშვილი ჟინვალის სასაფლაოზე აიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გოგიტა თანიაშვილმა დამოუკიდებლად საკუთარი კანდიდატურა 2 დღის წინ წარადგინა, სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა მას კახა ჩიტაური, საქმის გასარჩევად სასაფლაოზე აიყვანა და მუქარით ცდილობდა მისი კანდიდატურის მოხსნაზე დაეთანხმებინა, თანიაშვილი პირველებთან საუბრისას დუმს და არაფერს ამბობს სასტიკ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, პირველების ინფორმაციით ის პოლიციას არ გამოუკითხავს.
"ოცნების" მერობის კანდიდატი კი ამტკიცებს, რომ თანიაშვილი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად დააყენა, მისი მეგობარია. ჟინვალში მომხდარი დაპირისპირების შესახებ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც კი მერობის კანდიდატი პოლიციაში გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.