7 400 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული - საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, ეჭვმიტანილი თაღლითური გზებით ცდილობდა 8 ათასადე დოლარის გასაღებას. საქმეში დევს 74 ცალი 100 დოლარიანის ყალბი კუპიურა. დაკავებულს ათთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
🔹გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, გაასაღა საერთო ჯამში 7 400 აშშ დოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.
🔹საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
🔹გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.