სინდისის პატიმრების მშობლებმა 1992 წლის 2 თებერვალს აქციაზე მოკლული მამუკა ტერიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა, კუკიის სასაფლაოზე, 1992 წლის 2 თებერვალს აქციაზე მოკლული მამუკა ტერიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მამუკა ტერიშვილის ძმა გიორგი ტერიშვილი ერთ-ერთი სინდისის პატიმარია.
მარინა ტერიშვილი დაკავებული ევროპული მომავლის მცველებს მადლობას უხდის და 2 თებერვლის ამბებს იხსენებს.
ძალიან დიდ მადლობა ყველას, დღეს, ჩემი შვილის გულისთვის რომ ესე თავი შეიწუხა. ჩემი შვილი, 1992 წელს როდესაც კანონიერი პრეზიდენტი და განდევნეს, ზვიად გამსახურდი, იმის შემდეგ ვერ აიტანეს ბავშვებმა და იმის მხარდამჭერ მიტინგებზე ყოველთვის დადიოდნენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული, ყველა მიტინგზე იყვნენ ხოლმე დეკემბრიდან დაწყებული მანამ ეს დაგვემართებოდა, 2 თებერვლის მიტინგმა სულ გადააჭარბა ზღვარს 200 000 კაცი მაინც იყო ამ მიტინგზე, მე ვიცოდი სად უნდა შემხვედროდა ჩემი შვილი, ველოდები, მთელი სადგურის მოედანი დაიცალა, გავიდა ხალხი და ველოდები, რომ შევხვდე ამ ჩემ შვილს, მაგრამ სად შევხვდებოდი თურმე ამას ქართული დროშა უჭირავს მიტინგზე მიდის წინ," - ამბობს გიორგი ტერიშვილის დედა, მარინა ტერიშვილი.