"მე დაზარალებული ვარ და არა დამნაშავე" - ნინო დათაშვილის სიტყვა სასამართლოზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იხილავს.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, დაპატიმრებული მასწავლებლის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ სხდომაზე სასამართლოს აცილების შაუმდგომლობა დააყენა და მოითხოვა საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცეს.
ცოტა ხნის წინ სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ნინო დათაშვილმაც.
მე ვარ დაზარალებული და არა დამნაშავე - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს დაპატიმრებულმა პედაგოგმა.
დათაშვილი მოსამართლეს უხსნიდა, თუ როგორ დაირღვა მისი უფლებები საჯაროდ და როგორც არავის მოუხდენია რეაგირეგა.
დღეს სხდომაზე დათაშვილმა გაიხსენა მომენტი, როცა საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა დერეფანში მის მიმართ ძალას გადაამეტეს.
ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური და არა არგუმენტირებული. დაკავებაზე გამიშვა ერთმა მოსამართლემ, მეორემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერიზა დამინიშნეს და ა.შ. ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით. მე დაზარალებული ვარ და არა დამნაშავე. მე თვითონ დავრელე 112- ში იმ დღეს თუმცა ეკიპაში არ მოვიდა", - განაცხადა დათაშვილმა.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.