სპეცოპერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში - დაკავებული თურქეთის სამი მოქალაქე რუსეთს გადასცეს
სპეცოპერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში - ინტერპოლით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში დააკავეს ინტერპოლით ძებნილი სალდიზ მეტინი (დაბადებული 2000 წელს), გურენ სელჩუკი (დაბადებული 1997 წელს) და დემიროზ უგური (დაბადებული 1988 წელს). დაკავებულები თურქეთში "კრიმინალური ტრანსნაციონალური დაჯგუფების წევრები და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილები არიან".
დაკავებულებს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წაუყენეს.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თურქეთის მოქალაქეების გაძევებისა და "საერთაშორისო თანამშრომლობის გზით რუსული მხარისთვის გადაცემის" გადაწყვეტილება გალის დე ფაქტო სასამართლომ მიიღო.
[ფოტო: ekhokavkaza.com]