პროკურატურა ითხოვს ნინო დათაშვილის საქმეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს

21.08.25 15:29
პროკურატურა ითხოვს ნინო დათაშვილის საქმეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის პროცესზე მეორე შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პროკურატურამ დააყენა. სახელმწიფო ბრალდება ითხოვს, რომ დაკავებული პედაგოგის საქმეს სამხარაული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს. 

პროკურორი მედეა ცირამუა აცხადებს, რომ მათ სწორედ იმიტომ ჩათვალეს საჭიროდ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა, რომ "დაცვის მხარის მიერ გადაცემულ დოკუმენტაციაში მითითებული იყო "თანმხლები დაავადება". ("რადიო თავისუფლება")

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები დასკვნაში წერენ, რომ ნინო დათაშვილი ჯანმრთელია, დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნული ექსპერტიზა მის საქმეს არ უნდა დაერთოს, რადგან სინდისის პატიმარი წინასწარ არ გააფრთხილეს და ყოველგვარი სამართლებრივი წესების დაცვის გარეშე ჩატარდა. 

ნინო დათაშვილის, ადვოკატი თამარ გაბოძე პროცესზე განმარტავს - პროკურატურა სხვა რამეზე საუბრობს - ამ საქმეში მთავარია, რატომ შევიდა დავით მაღრაძე ჩუმად ნინო დათაშვილთან ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. ("რადიო თავისუფლება")

შეგახსენებთ, რომ მანამდე დაცვის მხარემ სასამართლოს აცილების შუამდგომლობა დააყენა, ბრალდების მხარის ყველა მოწმე, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი სასამართლოს თანამშრომელია. 

მსგავსი სიახლეები