თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა

21.08.25 15:50
 თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა.

თავად დათუნაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.