ნინო დათაშვილის ადვოკატი: პროკურატურამ ვერ ახსნა, როგორ გარდაიქმნა ამბულატორიულ ექსპერტიზად იძულებით სტაციონარში გადაყვანის განჩინება
დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ადვოკატის, ელისო რუხაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ პროკურატურამ პატიმრის იძულებით სტაციონარში გადაყვანის განჩინება უარყო და ამბულატორიულ ექსპერტიზად გადააკეთა.
ელისო რუხაძე განმარტავს, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო ახსნა, როგორ გარდაიქმნა ამბულატორიულ ექსპერტიზად იძულებით სტაციონარში გადაყვანის განჩინება, რაც სამართლებრივად ძალიან დიდი დარღვევაა - "პროკურატურამ განმარტა, რომ თურმე ნინო დათაშვილი უარს აცხადებდა სტაციონალურ ექსპერტიზაზე და როდესაც მოსამართლე ჩაეკითხა ნინო დათაშვილის უარი სად ნახა, ასეთი მტკიცებულება და დოკუმენტი არ არსებობს".
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ამბულატორიულ ექსპერტიზაზე პაციენტთა შესახებ კანონი, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი და არაერთი მინისტრის ბრძანება პირდაპირ უთითებს, რომ ნინო დათაშვილის თანხმობა იყო საჭირო. თუმცა პატიმრის თანხმობა არ არსებობს.
განჩინება არსებობდა იძულებით სტაციონარში გადაყვანის, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ეს განჩინება პროკურატურამ უარყო და გადაკეთდა ამბულატორიულ ექსპერტიზად.
სიმართლე გითხრათ სამართლებრივად ეს არის ძალიან დიდი დარღვევა და პროკურატურამ ვერ შეძლო მტკიცებულების ახსნა, როგორ გარდაიქმნა ამბულატორიულ ექსპერტიზად ეს ექსპერტიზა. პროკურატურამ განმარტა, რომ თურმე ნინო დათაშვილი უარს აცხადებდა სტაციონალურ ექსპერტიზაზე და როდესაც მოსამართლე ჩაეკითხა ნინო დათაშვილის უარი სად ნახა, ასეთი მტკიცებულება და დოკუმენტი არ არსებობს და სწორედ საზოგადოებრივი წნეხი, ფსიქიატრების ურყევი პოზიცია და მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების კონსესუსი ასაკთან დაკავშირებით იყო გადამწყვეტი პროკურატურისთვის.
რა თქმა უნდა, ამას პროკურატურა არ იტყოდა და ვერც იტყვის. დანიშნა ამბოლატორიული ექსპერტიზა, თუმცა აქაც დარღვევაა იმიტომ, რომ პაციენტთა შესახებ კანონი, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი და არაერთი მინისტრის ბრძანება პირდაპირ უთითებს, რომ პაციენტის თანხმობა, ამ შემთხვევაში ნინოს თანხმობა იყო საჭირო. ნინოს თანხმობა არ არსებობს, ამბულატორიული ექსპერტიზა ჩატარდა ისე, რომ დავით მაღრაძემ უთხრა გაგესაუბრებითო და გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორიც დღეს ვნახეთ," - განაცხადა ელისო რუხაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა 8 სექტემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.