რა რეაქცია ჰქონდა გიორგი ბაჩიაშვილს პენიტენციურის განცხადებაზე - ადვოკატმა დაკავებული ბიზნესმენი მოინახულა

21.08.25 18:21
რა რეაქცია ჰქონდა გიორგი ბაჩიაშვილს პენიტენციურის განცხადებაზე - ადვოკატმა დაკავებული ბიზნესმენი მოინახულა

რა რეაქცია ჰქონდა გიორგი ბაჩიაშვილს პენიტენციურის განცხადებაზე - ადვოკატი, დავით ჯანდიერი, რომელმაც დაკავებული ბიზნესმენი გლდანის ციხეში სულ ცოტა ხნის წინ მოინახულა, ამბობს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის "ფაბრიკაციაა" ის ყველაფერი, რასაც პენიტენციური სამსახური წერს.

გიორგის რამდენიმე წუთის წინ შევხვდი, მისი შესაფსებით, ეს არის ფაბრიკაცია და პროპაგანდა, რომელიც გამიზნულია იმისკენ, რომ ერთი დანაშაული გადაიფაროს მეორეთი", - აცხადებს ადვოკატი. 

დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ პენიტენციურის გავრცელებული განცხადება, რომელიც ვარაუდებზეა დაფუძნებული, სხვა არაფერია თუ არა "გარკვეული სახის პოლიტიკური მანევრი".

მისივე განცხადებით, ეს არის ნიველირება იმ უმძიმესი პრობლემის, რასაც ადგილი ჰქონდა ივლისში, გიორგი ბაჩიაშვილსი საკანში, როცა დაკავებულ ბიზნესმენზე თავდასხმა განხორციელდა. 

ჯანდიერის თქმით, პენიტენციურის განცხადება სამართლებრივი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.

ადვოკატი ამბობს, რომ უფრო მეტს ცოტა ხანში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში იტყვის.

ეს არის მცედელობა იმ დანაშაულის გაფარავის, რომელსაც ადგილი ჰქონდა პენიტენციურ სისტემაში, ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული ის, რომ პატიმრობაში მყოფმა გიორგი ბაჩიაშვილმა რაღაც ტიპის კოორდინაცია გაწია, სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურის უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებთან და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, რომლებიც სხვა დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და ამის შედეგად, მან მოახდინა 11 ივლისის ინციდენტი და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ ბაჩიაშვილი თავად გახდა ინიციატორი იმ თავდასხმის, რომელსაც მასზე ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებებს- ეს შეიძლება იქნეს აღქმული, როგორც გარკვეული ხასიათის პოლიტიკური მანევრი და არა სამართლებრივი პასუხი იმ უმძიმეს პრობლემაზე, რომელიც 11 ივლისს მოხდა, რეალურად, განცხადების მიზანია ის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გადააკისროს იმ პირს, რომელიც არის დაზარალებული, რომელსაც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, წვდომა არ აქვს საქმის მასალებზე,- განაცხადა ჯანდიერმა.

გიორგი ბაჩიაშვილზე ანგარიშსწორება საკანში - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს.

გავრცელებულ განცხადებაში, პენიტენციური წერს, რომ "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".

მათივე განცხადებით, "ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც".

 

მსგავსი სიახლეები